მეგონა 5 წელს მიუსჯიდნენ და აღმოჩნდა, რომ 4 წელი მიუსაჯეს, – ასე გამოეხმაურა გიორგი რურუასთვის გამოტანილ განაჩენს მისი უფლებადამცველი.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით გიორგი რურუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. თავად გიორგი რურუაც ღიმილით შეხვდა ამას, რადგან ჩვენ წინასწარ ვიცოდით.
სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი ის იყო, რომ მეგონა 5 წელს მიუსჯიდნენ და აღმოჩნდა, რომ 4 წელი მიუსაჯეს“, – ამბობს ადვოკატი.
დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი არ არის და გასაჩივრებას სტრასბურგში აპირებენ.
„არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა არცერთ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც მის დამნაშავეობას დაადასტურებდა და პირიქით, უამრავი მტკიცებულება არსებობდა საქმეში, რომელიც ადასტურებდა პოლიციელების და პროკურორების დანაშაულს“, – ამბობს საძაგლიშვილი.











