19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დღეს უნდა გახდეს ცნობილი. არის ვარაუდი, რომ შესაძლოა, საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს.
ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას – ახალგაზრდა ფეხბურთელს დაზიანებები როდის აქვს მიყენებული – სიცოცხლეში თუ სიკვდილის შემდეგ.
როგორ მოხვდა ის მდინარე არაგვში – გარდაცვალებამდე თუ გარდაცვალების შემდეგ.
ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით მიმდინარეობს, რაზეც 17 პირია დაკავებული.











