„სტრატეგია აღმაშენებელი“-ს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ისნის ოლქში, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ხატია დეკანოიძეს არჩევნებში დაამარცხებს. მისი თქმით, მისი თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციური ფრონტის მორღვევისკენ გადადგა ნაბიჯი.
„ყველაზე დიდი დარტყმა ოპოზიციურ ფრონტზე გააკეთა „ნაციონარულმა მოძრაობამ“, როგორც შეთანხმების დარღვევით მაჟორიტარებთან დაკავშირებით, ასევე არშეთანხმებით სხვა მაჟორიტარულ ოლქებში. რა თქმა უნდა გაცილებით დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა არის, როცა შეთანხმებული მაჟორიტარობის კანდიდატებია, მაგრამ ეს არის ვიწრო პარტიული გადაწყვეტილება, თანამდებობების მიღებისთვის. ამას ხალხი გრძნობს და იმიტომაც არის, რომ მათი მხარდაჭერა ქვემოთ იწევს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლამის ყველა მხარდამჭერს ვიცნობ, ამ ხალხს, თანადებობების მიღება კი არ უნდათ, ივანიშვილის დამსხვრეული ოცნებების პარტიის ჩამოშორება უნდა ამ ქვეყნიდან.
„ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, კონსტრუქციულები იყავით, სამიზნე ნუ აგერევათ, ოპოზიცია არ არის სამიზნე, სამიზნეა ივანიშვილის ოცნებების დამსხვრეული პარტია, რომელმაც არცერთი დაპირება არ შეასრულა.
ძალიან ვწუხვარ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციური ფრონტის მორღვევისკენ გადადგა ნაბიჯი.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ოპოზიციური ფრონტის მორღვევისკენ გადადგა ნაბიჯი" – აცხადებს გიორგი ვაშაძე "თავისუფალ სივრცეში"
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2020










