საპროკურორო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს პროკურატურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ანგარიში შეეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ შოთაძე საპროკურორო საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხებს.
საბჭოს სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული.











