fbpx
23/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხატია დეკანოიძე ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ ბრალდებას პასუხობს

18:50 November 7, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
872
ნახვა

ხატია დეკანოიძე ქართული ოცნების წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პირების მხრიდან ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ზეწოლის შესახებ ბრალდებას პასუხობს და  „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

„სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებდით, ვინაიდან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ დღეს, ქართული ოცნების კიდევ ერთმა ამორალურმა ფსკერმა მანიპულაცია მოახდინა ადამიანის სიცოცხლით. ამიტომ, გადავწყვიტეთ გვეპასუხა კობახიძის ადიუტანტების, 1500 ლარიანი ექსპერტების და იმ ადამიანების განცხადებებისთვის, რომლებიც აი ახლაც ვაჭრობენ ადამიანის გარდაცვალებით.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მწუხარება მინდა გამოვხატო ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ ოჯახს.

აქვე მინდა ვთქვა, ის რასაც კადრულობენ ქართული ოცნების, კობახიძისა და ივანიშვილის მონები და მსახურები ცდება ყოველგვარ ზღვარს, რადგან დღეს, გაყალბებული არჩევნების, ადამიანებზე, კომისიის წევრებზე ზეწოლის შემდეგ, ყოფნით უტიფრობა, და თავხედობა, კვლავ ადამიანის სიკვდილზე პოლიტიკური მანიპულაციებით ისაუბრონ.

თქვენ ხართ ამორალურები და ფსკერი. რაფალიანცის შემთხვევის შემდეგ, იგივე ამორალურობაზე საუბრობთ. დიახ, დღეს უამრავი ადამიანი, მოქალაქე და კომისიის წევრია ზეწოლის ქვეშ ცესკოს მხრიდან. ამის შემდეგ, კიდევ გყოფნით თავხედობა, პოლიტიკური მანიპულაციისთვის გამოიყენოთ გარდაცვლილი ადამიანი.

თუ გამოძიება წარიმართება ობიექტურად, და ეს ჩატარდება ივანიშვილის წასვლის შემდეგ, გავიგებთ, რომ ცესკოს მხრიდან ნამდვილად აქვთ ზეწოლის შემთხვევები წევრებს.

2012 წელს, ქართული ოცნების ლიდერები რაფალიანცის მკვლელობას აბრალებდნენ ოპოზიციონერებს, მაგრამ დღეს, ყველამ იცის რაც მოხდა…

ჩვენ ვითხოვდით, ჩვენი ხმები დაგვეცვა, დღეს კი, გყოფნით თავხედობა თქვენ, 1500 ლარიანო მონა ექსპერტებო, გამოხვიდეთ და ისაუბროთ გარდაცვლილ ადამიანებზე. იცოდეთ, რომ თქვენი დღეები დათვლილია, რადგან არავინ გაპატიებთ იმას, რაც 31 ოქტომბერს გააკეთეთ.

კიდევ ერთხელ ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, იმისთვის, რომ მსგავსი რამ დასრულდეს, ხვალ, რუსთაველზე უნდა მივიდეთ.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმ დღეს, როდესაც თედო გობეჯიშვილი გარდაიცვალა, მასთან მივიდნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები და კონკრეტული განცხადებების გაკეთებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ოჯახს რეპრესიებით ემუქრებოდნენ“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მმართველი გუნდის პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

 

თეგები: 2020 წლის არჩევნებიხატია დეკანოიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს სააკაშვილს ხატია დეკანოიძე მოინახულებს

December 3, 2021
771
პოლიტიკა

პროტესტი მუდმივად იქნება, ჩვენ არ დავიღლებით – ხატია დეკანოიძე

November 12, 2021
795
პოლიტიკა

“არ ვიცით 20 ადამიანის ადგილსამყოფელი” – ხატია დეკანოიძე აქციაზე დაკავებულების შესახებ 

November 11, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია