fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას ემიჯნება

14:56 April 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
793
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წევრ გოგი წულაიასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას ემიჯნება.

„როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას“, – წერს დეკანოიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები გოგი წულაიას წინააღმდეგ წარმოებული „პოლიტიკური ანგარიშსწორების“ შეწყვეტას ითხოვენ და ამასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ერთ თვეზე მეტი გავიდა, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ჩანაწერები მოისმინა. აღმაშფოთებელი იყო იმის გაგება თუ რა ფორმით და როგორ ემუქრებოდნენ, ამცირებდნენ და ახდენდნენ ზეწოლას ივანიშვილის გარემოცვის წევრები ადამიანებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე, მხოლოდ იმისთვის რომ ბერას მიმართ კრიტიკული ან უცენზურო შინაარსის პოსტი დაწერეს ფეისბუქზე. ეს ყველაფერი ივანიშვილის ვაჟის და საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მონაწილეობით, მათი უშუალო მითითებით ხდებოდა.

ბერა ივანიშვილმა საჯაროდ დაადასტურა ის რაც მოქალაქეებმა ტვ „პირველის“ მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან გაიგეს. საჯაროდ ცნობილი გახდა ბრალდებები ბევრი სხვა ანალოგიური შემთხვევების შესახებ.

ამ ყველაფრით პროკურატურა არ დაინტერესებულა, მათ არავინ დაუკითხავთ და არაფრის გარკვევა არ უცდიათ, გარდა ერთისა – ისინი კანონდარღვევით ცდილობდნენ ტვ პირველიდან კონფიდენციალური მასალის ამოღებას და ჩანაწერის გავრცელების პირველწყაროს გაგებას. ეს მიუთითებს რომ მთელი სახელისუფლებლო ვერტიკალი ივანიშვილის ოჯახის სადამსჯელო ჯგუფია.

სწორედ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოჰყვა გოგი წულაიას დაპატიმრება, რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა.

ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე.

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად საშიშია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან ის ემსახურება ოლიგარქის ოჯახის პირად ინტერესებს და მზადაა შურისძიების იარაღად იქცეს სწორედ ამ ოჯახის წევრთა ხელში“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი ქრისტიან დემოკრატები“, „გამარჯვებული საქართველო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ „ევროპული დემოკრატები“, „ევროპული საქართველო“, „ემსახურე საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, „თავისუფალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოძრაობა დროა“, „პროგრესი და თავისუფლება“, „სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „სახელმწიფო ხალხისათვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ქართული არჩევანი“, „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან კონსერვატული პარტია“.

თეგები: ხატია დეკანოიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს სააკაშვილს ხატია დეკანოიძე მოინახულებს

December 3, 2021
771
პოლიტიკა

პროტესტი მუდმივად იქნება, ჩვენ არ დავიღლებით – ხატია დეკანოიძე

November 12, 2021
796
პოლიტიკა

“არ ვიცით 20 ადამიანის ადგილსამყოფელი” – ხატია დეკანოიძე აქციაზე დაკავებულების შესახებ 

November 11, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია