„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას მიერ დღეს რამდენიმე ტელევიზიის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, “ქვეყანა კრიზისშია და ოპოზიციას არავითარი გეგმა არ აქვს”.
დეკანოიძის თქმით, იაგო ხვიჩიას განცხადება ოპოზიციას აზიანებს.
„ძალინ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ოპოზიციურ ერთობას, ყველა პარტია და ჩვენც, რა თქმა უნდა. მაგრამ არსებობს ელემენტი, რომელიც ყველაზე დაბალ ხარისხშიც კი უსახო სამასხარაო ელემენტს აწებებს ერთობას. ზუსტად ეს აზიანებს პოლიტიკურ ოპოზიციას და ხარისხს ადაბლებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.









