„ლელო” მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ ხვალინდელ აქციას შეუერთდება. განცხადებას „ლელო საქართველოსთვის” ოფიციალური ფესბუქგვერდი ავრცელებს.
„ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა გაღრმავდა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” კიდევ გაახანგრძლივა მოქალაქეებზე და ბიზნესზე დაწესებული „დრაკონული“ შეზღუდვები.
მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ საზოგადოებაზე გადაიტანა და ამ პირობებშიც ხელს უშლის მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლაში. იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებას არ რეაგირებს მოსახლეობისა და ბიზნესის მოთხოვნებზე და უარს აცხადებს შეზღუდვების გონივრულ შემსუბუქებაზე, „ლელო” გამოსავალს მხოლოდ ერთიან პროტესტში ხედავს.
ზუსტად ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევუერთდეთ ხვალ 14:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას. გარდა ამისა, “ლელო” გააგრძელებს მუშაობას საპროტესტო ინიციატივების კონსოლიდაციაზე, იქამდე სანამ “ქართული ოცნება” თვალს არ გაუსწორებს მისი დაუდევრობით და გულგრილობით შექმნილ კრიზისს და არ შეამსუბუქებს არაკონსტიტუციურად დაწესებულ შეზღუდვებს”, – ნათქვამია განცხადებაში.











