საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისი ავრცელებს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპიკერის, დენიელ ჰოლტგენისა და ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის განცხადებებს „თბილისი პრაიდის“ ირგვლივ განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებზე.
„ვგმობთ ძალადობრივ შეტაკებებს #TbilisiPride21-ის ჩატარებამდე, რამაც გამოიწვია პრაიდის გაუქმება #LGBTI თემზე მუქარისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი თავდასხმების შემდეგ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და დაიცვას გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლება“, – აცხადებს დენიელ ჰოლტგენი.
„ძალადობა აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ #TbilisiPride21-ის დროს არის სავალალო ილუსტრაცია იმისა, რომ #LGBTI ადამიანები აწყდებიან განმეორებით მუქარებს საქართველოში. ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას ადამიანის უფლებები, მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, დაიცვას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება და დასაჯოს თავდამსხმელი დამნაშავეები“, – აღნიშნავს დუნია მიატოვიჩი.











