ქუთაისში მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიის წევრები შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ.
მათი თქმით, თუ შეზღუდვები დროულად არ მოიხსნება, ეკონომიკა საბოლოოდ განადგურდება, მოსახლეობას კი შიმშილი ემუქრება.
მათ აქციაზე გალია მიიტანეს, რომელშიც სიმბოლურად ის სფეროები იყო მოთავსებული, რომელთა დროულ გახსნას მოითხოვენ.
„ვითხოვთ, მოიხსნას კოვიდშეზღუდვები. ეს რეგულაციები მძიმედ აისახება ეკონომიკაზე. თუ დროულად არ გაიხსნება ქვეყანა, მოსახლეობას შიმშილი ემუქრება”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: კესო მოლაშხია











