ხვალ, 4 მარტს ოპოზიცია მანქანებით მსვლელობას გეგმავს და საკუთარ მოთხოვნებს საყვირებით გააპროტესტებენ. ამის შესახებ „ენმს“ ოფისში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.
„იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ ის რიტორიკა, რომელიც მას აქვს და არ მივცეთ საშუალება ჩაშალოს მოლაპარაკებები, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რეფორმატირებას მოვახდენთ ამ აქციების, რომ რაც შეიძლება მეტად იყოს ხელისუფლება ჩართული იმაში, რომ შედეგი შეთანხმების მივაღწიოთ.
ხვალინდელ აქციას რაც შეეხება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუმცა ამას გავივლი სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთანაც, ვფიქრობთ, რომ ეს იყოს მანქანების აქცია მსვლელობით, მათ შორის რუსთაველზე და კანცელარიასთან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.









