სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკების პროცესში.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება.
“მზად ვარ შევხვდე მხარეებს, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს. მქონდა მათთან ცალკეული შეხვედრები და კომუნიკაცია. ველოდები, რომ უნდა იქნეს მიღწეული შეთანხმება იმიტომ, რომ თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითი მნიშვნელობის საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას გადადგას ნაბიჯები, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია.
პირველ რიგში, ხელისუფლება, იმიტომ, რომ ამ საკითხების რეალიზება და განხორციელება ხელისუფლების ვალდებულებას ისედაც წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, საზოგადოებას ექნება ძალიან ლეგიტიმური უფლებები, რომ ვიცოდეთ ვინ იყო ეს მხარე და ვინ იყვნენ ეს პოლიტიკური მხარეები.”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიაციის პროცესს განაგრძობს.










