„ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა სოფელ გუმათის შესასვლელი ჩაკეტეს.
როგორც ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი გუმათის შესასვლელთან გზას მხოლოდ კომპანია „ენკასთვის” გადაკეტავენ.
„ამ ადგილზე ხეობა გადაიკეტა, გავნაწილდით. სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა. მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას გადაადგილება არ შეეზღუდება“, – განაცხადა გოლეთიანმა.











