„ნაპოლის“ პრეზიდენტის განცხადებით, სტადიონს შესაძლოა დიეგო მარადონას სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ FootBall Italia წერს.
„ჩვენ შეიძლება დავილაპარაკოთ სტადიონისთვის მისი სახელის მინიჭებაზე“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ნოემბრის დასაწყისში მას თავის ტვინის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც სარეაბილიტაციო კურსი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გაიარა.
მარადონას გარდაცვალების გამო არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.











