პარლამენტში კულტურის კომიტეტი შეიქმნება. ცვლილებების პროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ხოლო ინიციატორი თავად ფრაქცია.
„კულტურის, როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი სფეროს, წარმომადგენელთა ინტერესების მეტად წარმოჩენის, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და თანამედროვე ხელოვნების განვითარებისთვის ხელშესაწყობად, ამასთანავე, იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტმა კიდევ უფრო წარმატებით შეძლოს თავისი ფუნქციის შესრულება, როგორც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის, ასევე კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით, მიზანშეწონილია ცალკე გამოიყოს კულტურის კომიტეტი“, – განმარტავს პროექტის ავტორი.











