საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მის მიერ დამტკიცებულ მთავრობას ლეგიტიმაცია ვერ ექნება.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათ ადგილზე მიტანილი აქვთ გაყალბებული ოქმები.
საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობას გამოუცხადებენ.











