აზერბაიჯანის ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მოსახლეობას ეპიდემიოლოგიური წესები დაცვისკენ მოუწოდებდეს, საომარი რიტორიკით გამოდის,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ინფორმაციას arka.am-ი ავრცელებს.
„აზერბაიჯანის ხელისუფლება ომისკენ აკეთებს მოწოდებას, თითქოს არმენოფობია კორონავირუსთან ბრძოლის საუკეთესო გზაა. გარწმუნებთ, რომ არანაირი პროვოკაციული ქმედება ჩვენი მხრიდან უპასუხოდ არ დარჩება“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ცნობისთვის, 12 ივლისს აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა.
შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ – სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე მომხდარ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.











