fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო განცხადებას ავრცელებს

16:46 April 10, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
786
ნახვა

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამდივნო ჭყონდიდის მიტროპოლიტის სტეფანეს ქადაგებასთან დაკავშირებით, სადაც მან მეუფე გრიგოლი ე.წ.„ამბოხებულებთან“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა, განცხადებას ავრცელებს.

მიმდინარე წლის 4 აპრილს ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გამოეხმაურა ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნა, რომ ის, რაც იქ ხდება, არ არის ერთი ეპარქიის პრობლემა, არამედ მთელი ეკლესიის სატკივარია და რომ ჯერ კიდევ არსებობს, თუნდაც მცირედი რესურსი იმისთვის, რომ ქუჩაში გასულ პროცესებს არ მიეცეს განვითარებისა და გაღრმავების საშუალება და შემოტანილ იქნეს საეკლესიო (კანონიკურ) სივრცეში. მეუფე გრიგოლმა ასევე განაცხადა, რომ დიდი და გამოუსწორებელი შედეგების მომტანია როგორც ცოდვებისა და სხვადასხვა დარღვევების მიმართ წაყრუება, ასევე სადამსჯელო ღონისძიებების იმედად ყოფნა.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი იქვე დასძენს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი ამ პრობლემაზე საუბრობს ზოგადსაეკლესიო ჭრილში როგორც წმიდა სინოდის წევრი, რაც არის მის მიერ სათანადო სიფრთხილით და კორექტულად გამოთქმული შეფასების საგულისხმო დეტალი.

სამწუხაროდ, მიტროპოლიტის ეს სიტყვა ზოგიერთისთვის გაუგებარი და მიუღებელი აღმოჩნდა; მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მეუფე გრიგოლი განმარტავს:

„თუ ვინმე თვლის, რომ უკვე გატარებული ღონისძიებების შედეგად დასახული ამოცანა შესრულებულია და ამით პრობლემა ამოწურულია, ეს მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა! ნებისმიერი მწვავე პრობლემა მრავალი წახნაგისგან შედგება და მის არსში გასარკვევად განხილული და გაანალიზებული უნდა იქნეს მთელი მოცემული სიტუაცია მთლიანობაში.

პრობლემები არამც და არამც არ გაქრებიან – მათი პირდაპირი თუ ირიბი – უგულებელყოფის შედეგად, არამედ მათ შესაძლოა კიდევ უფრო მწვავე და მძაფრი ხასიათი შეიძინონ.

თუკი ჩვენ დღეს ეკლესიაში არსებული პრობლემების თაობაზე წუხილს გამოვთქვამთ, ამან კი არ უნდა შეაკრთოს ან შეაშინოს ვინმე, არამედ უნდა დააფიქროს არსებული პრობლემის ძირებზე, რადგან ჩვენი (ანუ მწყემსთა) მისიაა ცხვრების შეკრება და არა გაბნევა, შერიგება და არა – დაპირისპირება და დაყოფა. აქ განგებ არ ვსაუბრობთ პრობლემის დეტალებზე, რადგან დღეს არსებულმა ემოციურმა აღქმებმა შესაძლოა სხვა მიმართულებით წარმართოს ადამიანის გონება.

ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრება ჩვენი საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა. საჯარო სივრცეში ეკლესიისა და მისი საქმეების გარშემო მრავალი ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია დაფიქსირდა, ეკლესიის მიმართ გახშირდა მწვავე კრიტიკა, გარდა ამისა, გაჩნდა ღია დაპირისპირებები სასულიერო პირებს შორის, რამაც დამატებით არაერთი პრობლემა წარმოშვა.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვითარებამ მორწმუნეებში დაბნეულობა ან სულაც იმედგაცრუება გამოიწვიოს, რადგან საქართველოს მრავალი მკვიდრი სწორედ ჩვენს ეკლესიას შეჰყურებს იმედის თვალით, თუმცა არც ის უნდა დავუშათ, რომ არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდეს და ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, დამატებით ახალი მწვავე პრობლემები გაუჩნდეს.

ეკლესიამ ინსტიტუციურმა ერთობამ) ჩვენს თავში უნდა მოვნახოთ ძალა, რათა გამოვავლინოთ სულიერი ერთობა და ისედაც მძიმე კრიზისში მყოფ ჩვენს საზოგადოებას ნათლად ვაჩვენოთ, რომ გაგვაჩნია ნება და შეგვწევს ძალა იმისა, რომ ყველაზე ურთულესი საკითხებიც კი დედა ეკლესიის ინტერესების ჭრილში განიხილოს და თვით ეკლესიის წიაღში გადაიჭრას. ამის საუკეთესო ეფექტურ საშუალებად კი ქრისტიანებს ქრისტიანული სიყვარული და კანონიკური სამართალი გვეგულება.

ღრმად მწამს და მჯერა, რომ ჩვენი ეკლესიის წიაღში არის საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ეკლესიაში არსებულ აქტუალურ და უაღრესად მწვავე პრობლემებზე დაიწყოს სერიოზული დისკუსია; ამის პრეცენდენტი უნდა გახდეს თუნდაც ბოლო დროს განვითარებულ შემაშფოთებელ მოვლენებზე მსჯელობა, რისთვისაც კანონიკური საფუძველი მოამზადა და საკითხზე მსჯელობის ვალდებულება დაგვაკისრა წმიდა სინოდის 2021 წლის 11 თებერვლის დადგენილებამ (დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე). შესაბამისად, გადაუდებელ ამოცანად გვესახება არსებულ პრობლემებზე კვალიფიციური მსჯელობის დაწყება და მისი კანონიკურ ჩარჩოებში წარმართვა.

უტყუარი ფაქტია, რომ ხსენებულ მოვლენებზე საზოგადოებასა და მედიაში ფართო დისკუსიაა გაშლილი, რის შედეგადაც ისმის არაერთი მწვავე შეკითხვა, რომლებზეც დამაჯერებელი პასუხების გაცემა ჩვენი პირუთვნელი მოვალეობაა. ამ და სხვა პრობლემური საკითხების შესახებ ეკლესიაში უნდა დავიწყოთ კონსტრუქციული და საქმიანი დიალოგი, რომლის შედეგებმაც ხელი უნდა შეუწყოს არსებული კრიზისული (ხშირად, უაღრესად კონფლიქტური) ვითარების განმუხტვას და დამაჯერებელი პასუხი გასცეს ყველა იმ სირთულესა და გამოწვევას, რომლის წინაშეც სწორედ რომ დღეს დგას ჩვენი დედა ეკლესია!

დაბოლოს; კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ სწორედ ამ პათოსით იყო ნასაზრდოები ჩვენს ქადაგებაში გამოთქმული წუხილი. დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთმანეთის მოსმენისა და შეწყნარების უნარი. ერთმანეთის აღიარებით თითოეული ჩვენგანი არა თუ სუსტდება, არამედ ძლიერდება. და ამით, შესაბამისად, ძლიერდება ჩვენი დედა ეკლესია!“ – განმარტა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

 

 

ავტორი: თეა შონია 

თეგები: მეუფე გრიგოლი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ – მეუფე გრიგოლი

July 10, 2021
783
საზოგადოება

მეუფე გრიგოლი: ეპისტოლეს დაგვიანებაზე ასეთი განსაკუთრებული ყურადღება ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება

January 10, 2021
859
მსოფლიო

მეუფე გრიგოლი: ეს არ არის ისეთი მოვლენა, რომელზეც შეიძლება ადამიანმა არასერიოზულად ისაუბროს და რაღაც ზღაპრები მოყვეს

December 6, 2020
808

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია