ბათუმში აქციაზე მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს, სახალხო დამცველი ეხმაურება.
ნინო ლომჯარიას თქმით, პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
„გამოხატვის თავისუფლებით დაცული არ არის პროტესტის გამოხატვის ისეთი ფორმა, რაც არღვევს პირის ფიზიკურ ხელშეუხებლობას და უსაფრთხოებას. პირისთვის ნაგვის ურნის თავზე ჩამოცმა არ ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში! არ შეიძლება ძალადობის წახალისება ან გამართლება!”, – წერს ნინო ლომჯარია.










