„ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უფრო კარგად იცის, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებმა“,- ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე კონგრესმენის განცხადებას, რომელიც ამბობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა .
იგი განცხადებას აბსურდულს უწოდებს.
„ეს არის სრული აბსურდი. ვინ არის პუტინის მოკავშირე, ეს ძალიან კარგად იცის ქართულმა საზოგადოებამ, უფრო კარგად იცის, ვიდრე საერთაშორისო პარტნიორებმა. პუტინის მოკავშირე არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტერიტორიების 20% და სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა რუსეთის ფედერაციას. შემდეგი 7 წელი ოპოზიციაში ნაკლები რესურსი აქვს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში რუსული ინტერესები მაქსიმალურად გატარდეს. ეს არის პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით”, განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, კონგრესმენმა მარკუენ მალინიმ თქვა, რომ საქართველოს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მართავს და რუსეთი გავლენას ახდენს მათზე, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის.











