ქუთაისში, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები აქციას ატარებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ არის გამოძიებული ძალის გადამეტების არც ერთი ფაქტი, ისინი იმ პირების დასჯას ითხოვენ, რომელთა ბრძანებითაც გასული წლის 20 ივნისს აქცია დაშალეს.
„რუსეთი კიდევ აგრძელებს მტრობას და ეს არ გამოიხატება მხოლოდ საზღვრების გადმოწევით. ჩვენ აქ ვდგავართ იმისათვის რომ გავაპროტესტოთ კიდევ ერთხელ რუსეთის მტრობა, რომელიც კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა ერთი წლის წინ. 20 ივნისმა მთლიანად განსაზღვრა ქვეყნის მომავლის დღის წესრიგი”, – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა და სამოქალაქო აქტივისტმა აკაკი საღინაძემ.











