ქუთაისში, ამნისტიის კანონპროექტის გადახედვის მოთხოვნით აქცია გაიმართა.
ისინი მოითხოვენ კანონპროპექტი ფართომასშტაბიანი გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს. პატიმრების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.
„ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება. კანონი ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ავტორი: კესო მოლაშხია











