fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ტრამპის განკურნების ეფექტი და რევოლუციური კოვიდფინალის მოლოდინი – რას ელის მსოფლიო

17:20 October 12, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
2.2k
ნახვა

„ვფიქრობ, რომ არ დავინფიცირებულიყავი, ჩვენ ამ წამალს ისე შევხედავდით, როგორც ათობით სხვა მედიკამენტს, მაგრამ ის მართლა ფანტასტიურად მუშაობს. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება“,-  აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელებს იმ ექსპერიმენტული წამლის უფასოდ დარიგებას ჰპირდება, რომლითაც მან კორონავირუსი დაამარცხა.

რა არის ტრამპის მკურნალობის ექსპერიმენტული მეთოდი, როგორ მუშაობს ის და რამდენად ეფექტურია კორონავირუსის სამკურნალოდ, – სტატიაში სწორედ აღნიშნულ თემებს მიმოვიხილავთ.

ტრამპი და COVID-19 – თაიმლაინი

2 ოქტომბერს ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავირუსით დაინფიცირდა.

3 ოქტომბერს ტრამპი პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმის ინფორმაციით, პრეზიდენტი კარგ განწყობაზეა, თუმცა თავს „დაღლილად გრძნობს“.

საავადმყოფოში ტრამპი 3 დღეს ატარებს და 6 ოქტომბერს თეთრ სახლში ბრუნდება. ის კვლავ კოვიდდადებითია.

9 ოქტომბერს ტრამპის ექიმი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა მკურნალობის კურსი დაასრულა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლია.

11 ოქტომბერი – დონალდ ტრამპის მკურნალი ექიმი, შონ კონლი – „ტრამპი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს“.

აშშ-ს პრეზიდენტი უკვე  პირველ საჯარო ღონისძიების გამართვისთვის ემზადება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მას ვირუსის დამარცხებაში ანტისხეულების ექსპერიმენტული პრეპარატი „რეგენერონი“(ანტისხეულების კოქტეილი)  დაეხმარა.

რით უმკურნალეს ტრამპს

ტრამპის მკურნლაობის ექსპერიმენტული მეთოდი რამდენიმე მედიკამენტისგან შედგებოდა. კერძოდ, გამოყენებული იყო  ყველასთვის უკვე კარგად ცნობილი ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“, რეგენერონის მონოკლონური ანტისხეულების „კოქტეილი“ და სტეროიდული მედიკამენტი „დექსამეტაზონი“. ასევე, სტანდარტული მედიკამენტები. ტრამპს დასჭირდა ჟანგბადის თერაპიაც.

„დექსამეტაზონი“ – ამშვიდებს იმუნურ სისტემას და რეკომენდირებულია „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ კოვიდის მძიმე და კრიტიკული შემთხვევების დროს.

„რემდესივირი“ – ასევე ინიშნება ინფექციის მძიმე ფორმის დროს, რათა შეამციროს სიმპტომების ხანგძლივობა. როგორც წესი 15 დღიდან 11-მდე.

„რეგენერონის ანტისხეულების „კოქტეილი“ – ე.წ.  მონოკლონური ანტისხეულების თერაპია, რომელიც რეგენერონის სახელითაა ცნობილი (რადგან მას კომპანია „რეგენერონი“ ამზადებს) ჯერ კიდევ კლასიფიცირებულია როგორც „ექსპერიმენტული“.

ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპს უმკურნალეს იმ მედიკამენტით, რომელიც ოფიციალურად თვითონ „ამერიკის წამლისა და საკვებ პროდუქტთა“ სააგენტოს მიერ სამკურნალოდ გამოსაყენებლად არ არის ნებადართული. მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა ჯერ დამტკიცებული არაა.

წამლის მწარმოებელმა, ელი ლილმა უკვე მიმართა „ამერიკის წამლისა და საკვებ პროდუქტთა“ სააგენტოს, რომ  ექსპერიმენტული ანტისხეულების გამოყენება დაუშვას.

რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, რომლებსაც ტრამპი მკურნალობის პროცესში იღებდა, ესენია – თუთიისა და ვიტამინი D-ს დანამატები, ფამოტიდინი, მელატონინი და ასპირინი. ეს წამლები არ უკავშირდებოდა თვითონ დიაგნოზს, თუმცა მათი დადებითი ეფექტი ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

რა არის რეგენერონის  მონოკლონური ანტისხეულების „კოქტეილი“ (REGN-COV2)

„რეგენერონი არის ხელოვნური იმუნიტეტი, რომელიც პაციენტებს იქამდე ეძლევათ, სანამ მათ საკუთარი იმუნური რეაგირება არ გამოუმუშავდებათ“,- განაცხადა ექიმ რაიმუნდ რაზონაბელმა, რომელიც რეგენერონის კლინიკურ კვლევებში მონაწილეობს.

მისი თქმით, მონოკოლონური ანტისხეულების კოქტეილის მიღება სიმპტომების გამოვლენიდან 10 დღის განმავლობაში უნდა მოხდეს.

ლაბორატორიული ტესტები, რომლებიც კოქტეილში მონოკლონური ანტისხეულების ეფექტურობას ამოწმებენ, იყენებენ უჯრედების სტანდარტიზებულ ჯგუფს, სახელწოდებით HEK 293T. ეს უჯრედები ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მოპოვებული იქნა ემბრიონის თირკმლის ქსოვილიდან, რომელიც აბორტების შედეგად ჰოლანდიაში მიიღეს.

კომპანია „რეგენერონმა“ ტრამპისთვის განკუთვნილ კოქტეილში შემავალი ორი ანტისხეული  სწორედ ემბრიონისგან აღებულ უჯრედებზე გამოსცადა.

თუმცა, რეგენერონის წარმომადგენლების თქმით, კოქტეილის საბოლოო ვერსია, რომელიც ტრამპმა მიიღო, ემბრიონის უჯრედებს არ შეიცავდა.

როგორ მუშაობს

როგორც აღვნიშნეთ, REN-COV2-ის კოქტეილი 2 ანტისხეულისგან შედგება. ის შემდეგნაირად მოქმედებს – ანტისხეულები ვირუსის ზედაპირს უკავშირდებიან და ხელს უშლიან მას სხეულის სხვა ჯანმრთელ უჯრედებთან მიერთებაში. ამ ორიდან, ერთი მონოკლონური ანტისხეული დამზადებულია იმ ადამიანის ლიმფოციტისგან, რომელმაც უკვე გადაიტანა კოვიდი და გამოჯანმრთელდა. ხოლო მეორე, თაგვის (რომელსაც COVID-19 ინექციური გზით შეუყვანეს) ლიმფოციტისგან.

ეფექტურია COVID-19-ის სამკურნალოდ?

ჯერჯერობით დაზუსტებით არაფერია ცნობილი. კლინიკური კვლევები ამ საკითხზე მიმდინარეობს. სექტემბრის მიწურულს კვლევის ადრეულმა შედეგებმა აჩვენა, რომ რეგენერონით მკურნალობამ ადამიანის ორგანიზმში ვირუსის კონცეტრაცია შეამცირა და მათი გამოჯანმრთელება დააჩქარა.

კომპანია „რეგენერონის“ ცნობით, მკურნალობის ეს მეთოდი იმ პაციენტებსაც ეხმარებათ, რომლებსაც კოვიდის მსუბუქი ფორმები აქვთ.

თუმცა, ადრეული შედეგები ემყარება კვლევას, რომელშიც მხოლოდ 275 პაციენტი მონაწილეობდა. ეს კი ძალიან მცირეა.

მონოკლონური ანტისხეულების „კოქტეილი“ და საქართველო

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის,  თენგიზ ცერცვაძის თქმით, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, საქართველოს ინფექციური პათოლოგიის ცენტრი მსოფლიოში იმ ერთეული წამყვანი დაწესებულებების სიაშია, რომლებიც პირველი დაიწყებენ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდას.

„კმაყოფილებით მინდა ვთქვა, რომ აშშ-ს ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტისა და მისი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირადი რეკომენდაციით, ჩვენი ინფექციური პათოლოგიის ცენტრი  ჩართულია მონოკლონური ანტისხეულების შესწავლაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგის ცერცვაძის თქმით, თუ მონოკლონურმა ანტისხეულებმა გაამართლეს, ეს რევოლუციური გარღვევა იქნება მკურნალობაში.

„სავარაუდოდ ამ მონოკლონურმა ანტისხეულებმა და ნაკლებად რემდესივირმა განაპირობა ტრამპის სწრაფი გაჯანმრთელება. სამ დღეში არ გაჯანმრთელებულა, ვირუსს არ დაუტოვებია ორგანიზმი, ის კლინიკურად კარგად გახდა. ასეთი შემთხვევები ნუ გაგვიკვირდება, ჩვენთან სამ დღეში და ერთ დღეშიც გამხდარა კარგად ადამიანი.

მაგრამ ტრამპს მძიმე ფორმა ჰქონდა, ჟანგბადი სჭირდებოდა და ჟანგბადდამოკიდებულისთვის სამ დღეში თუნდაც კლინიკურად კარგად გახდომა, რა თქმა უნდა, კარგი შედეგია.

თუ მონოკლონურმა ანტისხეულებმა გაამართლეს, ეს იქნება  რევოლუციური გარღვევა მკურნალობაში, უფრო მეტი ვიდრე რემდესივირი, პრაქტიკულად ეს საკითხის გადაწყვეტა იქნება“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

 ნინი ტაველიძე, PTN.GE

 

თეგები: აშშდონალდ ტრამპიკორონავირუსიმონოკლონური ანტისხეულები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

February 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

January 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

January 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია