fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რამდენ ხანს იყო გიორგი შაქარაშვილი წყალში – ექსპერტი დარჩენილ კითხვებზე საუბრობს

16:26 August 11, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.6k
ნახვა

საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი გასვლის რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია – ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელი საექსპერტო ცენტრ „ვექტორის“ დირექტორმა, ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა.

„შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მაშინ ექსპერტიზას უნდა დაედგინა, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა გვამს და სიმთვრალე-სიფხლიზლის საკითხები. ამაზე ცალსახად გაიცა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი ცენტრის წარმომადგენელი კახა ერისთავი და ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილია. ამ ეტაპზე დასრულდა შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული მეორე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ნაწილი, რამეთუ 14 შეკითხვიდან, რომელიც 14 ივლისის დადგენილებით გამოძიებამ დანიშნა სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე პასუხი გაეცა მხოლოდ 8 შეკითხვაზე, რომლებიც ძირითადად ეხება დაზიანებების განვითარების შესაძლებელ ვარიანტებს. ამ ექსპერტიზაში მონაწილეობს ჩვენი ცენტრის 2 ექსპერტი – მე და კახა ერისთავი, და სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტთა კომისიის წევრები. რატომ გასაჯაროვდა შუალედური დასკვნა და პასუხგაუცემელი დარჩა იმ 14 შეკითხვის ნაწილი? გამოძიებამ წერილობით მოგვმართა და გვთხოვა, საზოგადოების მხრიდან არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პასუხების გაცემა კითხვების ნაწილზე, თუკი ეს ამ ეტაპზე უკვე შესაძლებელი იყო. პასუხი გაეცა 8 შეკითხვას – შესაბამისი ანალიზის საფუძველზე, საქმის მასალების დეტალური შესწავლით, შემთხვევის ადგილზე დამატებითი გასვლის რეჟიმში ექსპერტთა კომისიის წევრები მივედით ერთობლივ გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია. ცალსახად დადგინდა, რომ შაქარაშვილი ამ დაზიანებებს ხიდიდან ჩამოვარდნით და წყალში დაცემით ვერ მიიღებდა. ამავდროულად, ცალსახად გამოირიცხა, რომ მას ბილიკზე დაგორებით მიეღო ეს დაზიანებები, რამეთუ მაშინ მას სხვა სახის დაზიანებები ექნებოდა. შესაბამისად, დასკვნაში აღვნიშნეთ, რომ ამ დაზიანებებს შაქარაშვილი მიიღებდა მკვრივი ბლაგვი საგნის საკმაო ძალის ზემოქმედების შედეგად. წელზე სიგრძივი ფორმის სისხლნაჟღენთი გვაძლევდა საშუალებას, მაღალი ალბათობით გვეთქვა, რომ ეს დაზიანება ხელკეტის მსგავსი საგნით იყო მიყენებული. ყველა დაზიანება სიცოცხლის დროინდელია.

რაც შეეხება დარჩენილ კითხვებს, ალექსანდრე გეჯაძე ამბობს:

„გარდა შუალედური ექსპერტიზისა, მეორე ექსპერტიზას, რომელიც დასრულდება შესაბამის ვადებში, გაეცემა პასუხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, თუ რამდენი ხანი იმყოფებოდა გიორგი შაქარაშვილი წყალში და შესაბამისად, ნაადრევი თუ მოგვიანებითი გვამური მოვლენების თანაარსებობის რესურსი იყო თუ არა. ჩვენ გავეცნობით წყლის სიღრმეს, ტემპერატურას და რიგი საკითხების შესწავლის შემდეგ ყველა დანარჩენ შეკითხვას გაეცემა სრული და ამომწურავი პასუხი“, – აცხადებს გეჯაძე.

„სცემეს და მდინარეში გადააგდეს“ – პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმა

თეგები: ალექსანდრე გეჯაძეგიორგი შაქარაშვილის საქმე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

June 19, 2021
804
სამართალი

ზ.ხ.-ს მამა, თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი

April 7, 2021
1k
მთავარი ამბავი

შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდში ბრალდებულ სამ პირს ამნისტია შეეხო

March 26, 2021
961

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია