fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

რეგიონების ჩაკეტვა არის  ერთადერთი გზა… ეს ვირუსის მასიური გავრცელებისგან დაგვიცავს – ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე

10:52 August 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.9k
ნახვა

მიიღებს თუ არა საქართველოში კორონავირუსის გავრცელება უმართავ სახეს, ამ საკითხზე ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე საუბრობს. როგორც ხმალაძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, ქვეყანაში ვირუსის სხვადასხვა კერის გაჩენის ალბათობა არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე პროცესები კონტროლირებადია.

ირაკლი ხმალაძე: ეს უნდა მომხდარიყო ადრე თუ გვიან, რადგან იმ უბნებში, სადაც ტურისტების რაოდენობა მეტ-ნაკლებად დიდია, გაიპარებოდა უსიმპტომო ფორმა, რომელიც ვირუსის მასიურ გავრცელებას ახდენს. ღმერთის წყალობით, სანერვიულო არაფერი არ არის, თუმცა ყურადღებით უნდა ვიყოთ. რადგან მესტია ჩაიკეტა, ვირუსის გავრცელების საფრთხე აღარ არის. რეალურად, რეგიონების ჩაკეტვა არის  ერთადერთი გზა… ეს ვირუსის მასიური გავრცელებისგან დაგვიცავს.

 

რას ჰყვება ქალი, რომელსაც მესტიაში ვირუსის გავრცელების პირველწყაროდ მიიჩნევენ

 

-მესტიის გარდა, ვირუსის ახალი კერა ყაზბეგშიც გაჩნდა. არსებობს თუ არა უკვე რეალური საფრთხე, რომ ქვეყანაში ვირუსი მასიურად გავრცელდეს?

– ამ ქვეყანაზე ყველაფრის შანსი არსებობს. შიდა კლასტერებიდან ვირუსის დიდი გავრცელება არ ყოფილა, მთავარია, რომ ვირუსის შემოტანა გარედან არ მოხდეს. თუ ვირუსი გარედან შემოიტანეს, შესაძლებელია, რომ ის მასიურად გავრცელდეს. შესაბამისად, ვირუსის შემოტანა გარედან არ უნდა მოხდეს.

ყაზბეგშიც ტურისტული კერაა. ისეთ ადგილებში ხდება ვირუსის გაჩენა, სადაც ცივი არეალია. ცივი არეალი უფრო ეხმარება ვირუსის გავრცელებას.  მოგეხსენებათ, ვირუსი ზამთარში უფრო ვრცელდება ვიდრე ზაფხულში. ინფექცია თუ დაასუსტებს ორგანიზმს, ის უფრო მეტად შეიძლება დასნებოვნდეს კორონავირუსით.  

-არსებული ინფორმაციით, მესტიაში კორონავირუსით დაინფიცირებული პირი თბილისიდან ჩავიდა.  არსებობს თუ არა საფრთხე იმისა, რომ თბილისშიც არა ნაკლები იყოს კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია?

-ძალიან მეეჭვება, რომ ვირუსი თბილისიდან ჩაიტანეს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის გარედან შემოტანილი შემთხვევა. მგონია, რომ ის ადამიანი, რომელმაც ვირუსი მესტიაში ჩაიტანა, ტურისტებისგან დაინფიცირდა. ინფიცირების პირველადი კერის პოვნა ძალიან ძნელია. ვფიქრობ, რომ დედაქალაქში კორონავირუსი მასიურად არ არის გავრცელებული. არ მგონია, რომ თბილისში ვირუსი მასიურად გავრცელდება.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩაკეტილია მესტია, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

თეგები: ირაკლი ხმალაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თბილისის ვიცე მერი კვლავ ირაკლი ხმალაძე იქნება

November 30, 2021
795
საზოგადოება

საქართველოში პანდემია არ დასრულებულა, თუმცა ხალხი მოეშვა – ინფექციონისტი

June 19, 2021
793
დედაქალაქი

ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რა არის საჭირო ქალაქის საცობებისგან განტვირთვისთვის

June 1, 2021
805

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია