რიონის ხეობაში აქცია დასრულდა. თუმცა, სოფელ ნამახვანში მოსახლეობამ კარავი გაშალა.
აქციაზე მოსახლეობას მხარდაჭერა გამოუცხადეს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. თუმცა, მათ აქციის მონაწილეებისთვის სიტყვით არ მიუმართავთ, რადგან აქციის ორგანიზატორებმა პროტესტის პოლიტიზირების საშუალება არ მისცეს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ჰესი მათ საცხოვრებლებს დააზიანებს. მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.
ავტორი: კესო მოლაშხია











