მარნეულში, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ადგილი სადაც, სავარაუდოდ, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს , სასაფლაოსთან არის ახლოს და მოსახლეობა ითხოვს მშენებლობის შეწყვეტას.
ადგილზე იმყოფებიან მარნეულის მერიის თანამშრომლები. მერის მოადგილემ, ლაშა ლობჟანიძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიას მშენებლობის უფლება არ გაუცია და აუცილებლად გაკონტროლდება სიტუაცია.
ავტორი: მარიამ ქველაძე











