“ნიკა ჩვენი უშუალო დაცვის გარეშე არცერთი წამი და წუთი არ იქნება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
„სადაც იქნება ნიკა, ჩვენც ვიქნებით იქ. იცით, რომ ყველანი პრაქტიკულად, აქ ვართ. მათ შორის, მორიგეობის რეჟიმიც გვაქვს. ვმუშაობთ ჩვენს პარტიაში. ეს არის ჩვენი ოფისი. ჩვენს პარტიაში არიან მორიგეობით. მათ შორის ლიდერები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან.
რა თქმა უნდა, სადაც იქნება ნიკა, ვიქნებით ჩვენც იქ, ანუ ნიკა არ იქნება ჩვენი უშუალო დაცვის გარეშე არცერთი წუთი და არც ერთი წამი. ამის პირობა შემიძლია მივცე „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.









