სინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მზვერავი ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელშიც საერთაშორისო სამშვიდობო მისიის რვა სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავიაკატროსფის შედეგად, ყველა დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
სინის ნახევარკუნძულზე 1982 წელს მრავალეროვნული ძალები განათავსეს, რათა მეთვალყურეობა გაეწიათ 1979 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების შესრულებაზე ეგვიპტესა და ისრაელს შორის.
საერთაშორისო სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში 11 ქვეყნის სამხედროები შედიან, მათ შორის, ამერიკელები.











