fbpx
26/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სახალხო დამცველი სამხარაულის ბიუროს ქალი ექსპერტების დასაქმებისკენ მოუწოდებს

18:32 December 26, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
906
ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა სქესის ნიშნით ირიბი დისკრიმინაცია დაადგინა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის პირადი გვერდი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ  სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალს ორჯერ ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში მამაკაცი ექსპერტების მიერ, ვინაიდან ქალი ექსპერტები არ ჰყავდათ.

„სახალხო დამცველის შეფასებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლის თუნდაც არაპირდაპირ იძულება, შეამოწმოს სხვა სქესის ექსპერტმა, არის გენდერულად არამგრძნობიარე მიდგომა და გასათვალისწინებელია, რომ სექსუალური ძალადობა გამოვლილი ქალების უმრავლესობისათვის არ იქნება სასურველი. სწორედ ტრავმულ გამოცდილებაზე საუბრობდა განმცხადებელი თავის წერილობით ახსნა-განმარტებაში და ხაზს უსვამდა მისი ემოციური მდგომარეობის სიმძიმეს.
საკითხის პრობლემურობას ასევე ადასტურებს სახალხო დამცველის ბოლოდროინდელი კვლევა, რომელმაც გამოკვეთა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლისთვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის გავლა ხშირად ტრავმული პროცედურაა. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას, რიგ შემთხვევაში, აწყდებიან არასენსიტიურ, ღირსების შემლახველ და გენდერულ სტერეოტიპებზე დამყარებულ მიდგომას, რაც აზიანებს მათ მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში და ახდენს მსხვერპლის მეორეულ ვიქტიმიზაციას. სექსუალური ძალადობის მსხვერპლები, ხშირად, ექსპერტიზაზე უარს ამბობენ ექსპერტების სქესის გამო.
 აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მოუწოდა სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს: დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში ქალი ექსპერტებიც დაასაქმოს; მომავალში, საქმიანობის წარმართვისას, გაითვალისწინოს ექსპერტიზის მიმღებ პირთა განსხვავებული საჭიროებები; ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის, რომელთაც ევალებათ სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ექსპერტიზის ჩატარება, უზრუნველყოს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებზე სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
თეგები: ნინო ლომჯარიასახალხო დამცველი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

December 12, 2021
936
მთავარი ამბავი

დღეს ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც – ნინო ლომჯარია

December 12, 2021
5.3k
მთავარი ამბავი

ამ დროისთვის არ მაქვს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს – ნინო ლომჯარია

December 10, 2021
900

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია