ერთ-ერთ ქარხანასთან გამართულ აქციაზე „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა დააკავეს.
ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ბეჟან გუნავასთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი პირი.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებულები.
რაც შეეხება თავად აქციას, ქარხანასთან შეკრებილები აცხადებენ, რომ კომპანიამ დემონტაჟის სამუშაოებზე დასაქმებული პირები უკანონოდ ჩამოაშორა საქმეს და მათ ანაზღაურებას არ უხდის. ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ქარხანაში შესასვლელი გადაკეტეს.











