საქართველო უფრო მეტად უნდა იყურებოდეს არა ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, არამედ დასავლეთისკენ – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი „კავკასიური პლატფორმის“ შესახებ „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში საუბრობს.
„გაცილებით მეტი შეკითხვა მაქვს, ვიდრე პასუხი ამ პლატფორმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ის რეგიონისთვის. ჩემი შეშფოთება ბოლო ტენდენციებიდან, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონიდან გააძევოს დასავლეთი და ეს პლატფორმა შეიძლება გახდეს ადგილი სადაც არა მხოლოდ ეკონომიკა განიხილება, არამედ გახდეს ადგილი, სადაც პოლიტიკური საკითხებიც განიხილება.
ეს წამოჭრის დიდ შეკითხვას, რატომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სამშვიდობო ძალებს და საქართველოს ჩართულობას ამ პლატფორმაში, რომელიც თითქოს ცდილობს, რომ ღობე შემოარტყას სამხრეთ კავკასიას, სადაც მხოლოდ იქნება რუსეთი, თურქეთი და ირანი”, – ამბობს იან კელი გადაცემაში “მთავარი მსოფლიო“.
შეგახსენებთ, „კავკასიური პლატფორმის” იდეას საქართველოს პრეზიდენტი „ელჩების კონფერენცია 2020″-ზე სიტყვით გამოსვლისას მიესალმა.











