სასაცილოც არ არის ეს მოსაზრება და ნარატივი, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი არმაზ ახველდიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა რაღაც თვალსაზრისით თავი ამოწურეს.
როგორც მან, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში თავისუფალი სივრცე განაცხადა, მსგავსი განცხადებები ქვეყნისთვის სასირცხვილოა.
„სასაცილოც არ არის ეს მოსაზრება და ნარატივი, რადგან როგორც კი, ვინმე ევროპიდან განცხადებას გააკეთებს, რომელიც რაღაცა კუთხით ესადაგება ოპოზიციის ნარატივს ესადაგება, ის ევროპელი პოლიტიკოსი საუკეთესო და ჩვენი ქვეყნის მეგობარია. მაგრამ როგორც კი, ევროკავშირი, ეუთო, კონკრეტული პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობთ უნდა მოიქცეს მყისიერად, ამ ადამინების ლანძღვა იწყება. ესაა სასირცხვილო ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.










