გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ოჯახისთვის უკვე ცნობილია.
როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს დასკვნა ოჯახისთვის მისაღები და სანდოა.
“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა ექსპერტმა გარდაცვლილის სხეულზე ასევე სიცოცხლის დროინდელი რამდენიმე დაზიანება აღმოაჩინა.
ინფორმაციას ადასტურებს ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნის უფლებამდაცველი გიორგი გელხაურიც:
„ჩვენთვის რამდენადაც ცნობილია, ეს არის ასფიქსიით გარდაცვალება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გარდაიცვალა გაგუდვით, დახრჩობით. მნიშვნელოვანი დასკვნა იქნება ეს, რადგან ასევე მითითებული უნდა იყოს ეს დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია თუ მას შემდეგ არის მიღებული, რითი არის მიყენებული “, – ამბობს გიორგი გელხაური.
დასკვნას ვენდობით – შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს გაეცნო











