fbpx
07/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

შაქარაშვილის საქმის მოწმემ უნდა ამოიცნოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი – ადვოკატი

12:36 July 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
902
ნახვა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, გურამ ამირხანაშვილმა დღეს საგამოძიებო მოქმედებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ინფორმაციით, დღეს ციხეში გურამ ამირხანაშვილს მიიყვანენ, რომელმაც ბრალდებული უნდა ამოიცნოს.

მისთვის გაურკვეველია, რატომ მიმდინარეობს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება დაკავების შემდეგ და რატომ არ მოხდა აღნიშნული პროცედურის ჩატარება დაკავებამდე.

„მე ვიცავ არასრულწლოვანს ზ.ხ-ს. დღეს ამოცნობის პროცედურა ტარდება, რომლითაც ამირხანაშვილმა უნდა ამოიცნოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ნამდვილად იყო თუ არა მანქანაში. ბრალი დიდი ხანია წარუდგინეს, მაგრამ დღეს, რომ ტარდება ამოცნობა, ეს კითხვას აჩენს გამოძიების ხარისხთან დაკავშირებით.

დაკავებამდე დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ წავსულიყავით მცხეთაში და მიგვეღო ამ მოქმედებაში მონაწილეობა. არაფერზე გვითქვამს უარი, მივდიოდით მცხეთაში ამოცნობის მოქმედებაზე, თუმცა ჩემდა გასაოცრად დილით ადრე, რვა საათზე მოხდა ზ.ხ-ს დაკავება და ამის შემდეგ არ ჩატარებულა ამოცნობა, რათა გურამ ამირხანაშვილს ამოეცნო ეს პირი, იყო თუ არა იქ.

16 საათი იყო გამოკითხვაზე და ზეწოლა მიმდინარეობდა, რათა იმ ჩვენებაზე მოეწერა ხელი, რაც გამოძიებას სურდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ს ბრალად ედება ძალადობა და ძალადობის ჯგუფურად ორგანიზება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი 18 ივნისს სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოხდა.

გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა სამართალდამცავ ორგანოებს 19 ივნისს 11:00 საათზე მიმართეს. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ კი ფეხბურთელი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს. სასამართლომ ყველა მათგანს აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თეგები: შაქარაშვილის საქმე

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

როგორც ჩემი შვილის საქმე გააყალბა, ისე გააყალბებს შაქარაშვილის საქმეს – გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამა პროკურორზე

October 14, 2020
896
საზოგადოება

შსს-ში შაქარაშვილის საქმის მოწმე ანა გაბეჩავა იმყოფება

July 23, 2020
1.4k
სამართალი

„გაქცეულებს მანქანიდან ეძახდნენ და ვინც იპოვეს წამოიყვანეს“ – შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული ბეჟანიშვილი 

July 17, 2020
1.1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია