“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ხატია დეკანოიძე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს განცხადებას ეხმაურება, რომელიც ელისაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში მისი პარტია სულ რომ მარტო შევიდეს, შევა, რადგან „მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე – გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის“.
დეკანოიძის თქმით, თუ ელისაშვილის პარლამენტში შესვლა უნდა, უნდა შევიდეს.
„სევდიანი ისტორია მეჩვენება ალეკოსთვის, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტში უნდა შევიდეს და უკაცრავად ამ უხეში სიტყვისთვის „გააპრავოს“ „ქართული ოცნება“ და გაყალბებული არჩევნები; მაგრამ მგონი, დროა უკვე შევიდეს იმიტომ, რომ მართლა დაიღალა ამ მუქარით ამომრჩეველიც. შევიდეს, თუ ფიქრობს, რომ უნდა შევიდეს! მე არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი იმ პარლამენტში შესვლისთვის, მაგრამ რა გაეწყობა, მისი წარმოდგენა ემთხვევა კობახიძის წარმოდგენას“, – განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა: პარლამენტში სულ რომ მარტო შევიდეთ, მარტო შევალთ, რადგან მართლა დაგვემხო ქვეყანა თავზე – გაბუტვისა და ზურგით დგომის დრო აღარ არის.











