ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესების მიხედვით მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა“ თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა.
„ევრონაცებმა” დაინახეს, რომ თავად დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება და არა ქვეყნის ინტერესებიდან. რურუაზე რაიმე ფორმით ჩაბღაუჭება, რომ ვითომ, პოლიტპატიმარია, ესეც მათი პოლიტიკური თამაშების ნაწილი
იმის რესურსი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ყველამ ერთად მივიღოთ „ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფების გარეშე. მთავარია ის, „ევრონაცებმა” დაინახეს, რომ თავად დარჩებოდნენ თამაშგარე მდგომარეობაში. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყველა მხარეს მოუწოდებენ შეთანხმების შესრულებისკენ, ეს რა თქმა უნდა, დაარტყამდა მათ იმიჯსაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ მგონია, რომ საკუთარი ინტერესებიდან მიიღეს გადაწყვეტილება და არა ქვეყნის ინტერესებიდან. რურუაზე რაიმე ფორმით ჩაბღაუჭება, რომ ვითომ, პოლიტპატიმარია, ესეც მათი პოლიტიკური თამაშების ნაწილია. იმ კონფიგურაციით, რაც გუშინ დავინახეთ, გამოვრიცხავ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, მხარი „ევრონაცებმა” რომ არ დაუჭირონ. „ნაციონალური მოძრაობა” კი თამაშგარე მდგომარეობაში დარჩა, რაც მათთვისვე არის ძალიან სამწუხარო, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ქართველი ხალხის გვერდით რომ არ დგანან, ეს მათთვის არის საზიანო“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
„ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენასა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო და განაცხადა, რომ მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება.











