ტაილანდის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ Sinovac-ის კორონავირუსის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან ტაილანდში კორონავირუსის 25,504 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს 83 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24,361-ს შეადგენს.











