ტაილანდმა ჩინური კომპანია Sinovac Biotech-ის ვაქცინა მიიღო, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია საშუალებას მისცემს ქვეყანას, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
„იმედი მაქვს, რომ ვაქცინაცია გამოიწვევს COVID19-ის გავრცელებისგან დაცვას და ეს საშუალებას მისცემს ტაილანდს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას,” – განუცხადა ანუტინ ჩარნვირაკულიმ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ ტაილანდმა Sinovac-ის ვაქცინის პირველი 200,000 დოზა ჩინეთიდან, ხოლო AstraZeneca– ს ვაქცინის 117,00 იმპორტირებული დოზა მიმდინარე კვირას მიიღო.











