fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

The Imperial College London: იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებსაც სისხლში ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდათ, 3 თვეში 26%-ით იკლო

17:45 October 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
853
ნახვა

მკვლევარების თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში დამცავი ანტისხეულების დონე „საკმაოდ სწრაფად“ იკლებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ცნობისთვის, ჩვენს ორგანიზმში არსებული ანტისხეულები ორგანიზმს იცავს და ვირუსის გამრავლებას უშლის ხელს.

The Imperial College London-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებსაც სისხლში ინფიცირების შემდეგ ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდათ, ივნისი-სექტემბრის შუალედში 26%-ით დაიკლო.

მათი თქმით, ვირუსის მიმართ გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში ქრება და რეინფიცირების რისკი არსებობს.

კერძოდ, REACT-2 კვლევის ფარგლებში დიდ ბრიტანეთში 350 000-ზე მეტმა ადამიანმა ე.წ. ანტისხეულების ტესტი გაიკეთა.

კვლევის პირველ ეტაპზე (ივნისის ბოლოსა და ივლისის დასაწყისში) 1 000 ადამიანიდან 60-ს ორგანიზმში ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდა.

სექტემბერში ჩატარებულმა ტესტებმა კი აჩვენა, რომ 1 000 ადამიანიდან ანტისხეულები მხოლოდ 44-ს აღენიშნებოდა.

„იმუნიტეტი საკმაოდ სწრაფად იკლებს. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 3 თვეში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სისხლში ინფიცირების შემდეგ ვირუსის ანტისხეულები დაუფიქსირდათ, ივნისი-სექტემრის შუალედში 26%-ით შემცირდა“, – აღნიშნავს პროფესორი ჰელენ ვარდი.

ანტისხეულების დონემ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო სწრაფად იკლო, ვიდრე ახალგაზრდებში.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო პერსონალის შემთხვევაში, ანტისხეულების დონე ორგანიზმში შედარებით მაღალი დარჩა. მკვლევართა აზრით, მსგავსი შედეგი, შესაძლოა, ვირუსთან „მუდმივი კონტაქტით“ იყოს გამოწვეული.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების მცირე რაოდენობაა დაფიქსირებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები კორონავირუსით მეორედ ინფიცირებას უფრო მარტივად გადაიტანენ.

თეგები: ანტისხეულებიკოვიდის იმუნიტეტირეინფიცირება

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

საქართველოში რეინფიცირების 10 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული

October 12, 2021
852
მთავარი ამბავი

კვლევა: კოვიდგადატანილ ადამიანებს იმუნიტეტი, შესაძლოა, სამუდამოდ შეუნარჩუნდეთ

May 28, 2021
1.9k
საზოგადოება

ზახაშვილი: კოვიდით რეინფიცირების 3 ფაქტი დადასტურდა, 140-მდე საეჭვო შემთხვევას ვსწავლობთ

April 1, 2021
1k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია