თელავის თეატრის წინ განთავსებული საპროტესტო კარავიც, თბილისში, პარლამენტის წინ გადაინაცვლებს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ კარავში მყოფმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაუდასტურეს.
„ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური პროცესები ითხოვს, ერთიან კონსოლიდირებულ პროტესტს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავიდეთ თბილისში და ბრძოლა იქ გავაგრძელოთ. ყველა მივდივართ და იქ ვიქნებით“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნიკა ვარდოშვილმა.
კარავი თელავის თეატრის წინ, სამოქალაქო აქტივისტებმა 3 დეკემბერს, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად დადგეს.
პროტესტს თანდათანობით, აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უერთდებოდნენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











