თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მძღოლებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.
„ეს არის პირველი დღე, როდესაც ჭავჭავაძის გამზირმა ახალი სქემით დაიწყო ფუნქციონირება. შესაბამისად, იქედან გამომდინარე, რომ აქ არსებითად შეიცვალა მოძრაობის სქემები, ყველა ტიპის ტრანსპორტს სჭირდება ადაპტაციისთვის გარკვეული დრო. ეს შეიძლება გაგრძელდეს ერთი, ორი, სამი დღე, შეიძლება ერთი კვირაც, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, რაც დღეს ჩვენ მივიღეთ, რასაც დღეს ვხედავთ, ამ სქემის შეფასება ნამდვილად არ შეიძლება, იმიტომ, რომ ამას მართლაც სჭირდება დრო.
ჭავჭავაძის გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა, მოქალაქეების რაოდენობა რომ ავიღოთ საათში, 8 000-ზე მეტის გატარება შეუძლია”, – ამბობს ხმალაძე.
ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ











