fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებას – ხატია დეკანოიძე

19:05 December 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

“ნაციონალური მოძრაობის” წერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ადამიანებზე განხორციელებულ ფარულ მიყურადებას ახალისებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს თეა წულუკიანის განცხადებამ, წულუკიანის, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, როგორც რეჟიმის გამორჩეული მსახური, გამორჩეულად სიძულვილის ენის გამავრცელებელი, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის მოსამსახურე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მიტაცებულ ქვეყანაში უკანონოდ უთვალთვალებს, კონსტიტუციის დარღვევით და ყოველგვარი საერთაშორისო კონვენციების დარღვევით, მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მედიამენეჯერებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად და ძალიან აქტიურად ილაშქრებს რეჟიმის წინააღმდეგ.

დიახ, თეა წულუკიანის განცხადებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ხელისუფლება აქტიურად ახალისებს ფარულ მიყურადებას და თვალთვალს, ზუსტად, ნიკა გვარამიას ოჯახის, მისი მეუღლის და მცირეწლოვანი შვილების მიმართ და ამას რეჟიმი არც ფარავს და უტიფრად იმეორებს, რომ ყველას უთვალთვალებს“, – აღნიშნა მან.

როგორც დეკანოიძე აცხადებს, დღეს საქართველოში არის რეჟიმი, როცა ადამიანებს უფლებების, საკუთრების, არჩევანის დაცვა არ შეუძლიათ.

„იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა, ჩამოშლილი ბიზნესი, შიმშილი პირდაპირი მნიშვნელობით და პანდემიასთან დაკავშირებული უმძიმესი პრობლემები მოაგვაროს, რეჟიმი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებს იმისთვის, რომ ვინც გზაზე გადაეღობება ბიძინა ივანიშვილს, ვინც იბრძვის თავისუფლებისკენ, ზუსტად მას უთვალთვალოს და ყოველგვარი კანონმდებლობის ჩარჩოს გარეშე დაარღვიოს ადამიანის უფლებები. როცა მე ვსაუბრობ რეჟიმზე, დიახ, დღეს საქართველოში არის რეჟიმი, არის რეჟიმი, როცა ჩვენ ჩვენი უფლებების, საკუთრების, ჩვენი არჩევანის დაცვა არ შეგვიძლია არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში, როცა ქვეყანაში სასამართლო არ არსებობს და ისევე, როგორც ნიკა გვარამიას ოჯახს, რეჟიმი უთვალთვალებს და მიყურადებას აწარმოებს ყველა ადამიანის მიმართ, ღიად და აქტიურად იბრძვის მის წინააღმდეგ, ამიტომ პირველ რიგში, ჩემი სოლიდარობა ნიკას, მის ოჯახს, მის მეუღლეს, მის მცირეწლოვან შვილებს, რომლებიც არიან ზუსტად ამ რეჟიმის სამიზნე, ყოველგვარი საერთაშორისო კონვენციების დარღვევით.

ჩემი სოლიდარობა და ჩვენი სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის იდეისთვიის, რომელიც ებრძვის რეჟიმს, იბრძვის თავისუფლებისთვის, ყველას, დაწყებული პოლიტიკური ოპოზიციიდან, მედია მენეჯერებიდან, აქტივისტებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელთაც ახლა უკვე ღიად უთვალთვალებს რეჟიმი, და ჩემი სოლიდარობა ყველა იმ ადამიანს, რომელზეც ნიკას მსგავსად ნამდვილად არ მოქმედებს არც თვალთვალი, არც მიყურადება, არც შანტაჟი და დიახ, რომელიც ნიკას მსგავსად იბრძვის ზუსტად თავისუფლებისთვის რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენ ამ რეჟიმს აუცილებლად დავამარცხებთ“, – განაცხადა დეკანოიძემ.

თეგები: ხატია დეკანოიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

დღეს სააკაშვილს ხატია დეკანოიძე მოინახულებს

December 3, 2021
771
პოლიტიკა

პროტესტი მუდმივად იქნება, ჩვენ არ დავიღლებით – ხატია დეკანოიძე

November 12, 2021
796
პოლიტიკა

“არ ვიცით 20 ადამიანის ადგილსამყოფელი” – ხატია დეკანოიძე აქციაზე დაკავებულების შესახებ 

November 11, 2021
807

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია