უნგრეთის მთავრობამ საკონსტიტუციო ცვლილება მოამზადა, რომლის მიხედვითაც ერთნაირსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას ჩამოართმევენ.
ხელისუფლების მიერ ინიცირებული შესწორებაში ჩაიწერება, რომ „დედა ქალია, ხოლო მამა – კაცი.“ ამასთან ბავშვის აყვანა მხოლოდ დაქორწინებულ წყვილებს შეეძლებათ.
ერთნაირსექსიანი წყვილების ქორწინება უნგრეთში კანონით აკრძალულია, თუმცა ბავშვის აყვანა შესაძლებელია, თუ ამას ერთ-ერთი პარტნიორი ცალკე ითხოვს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში წერია, რომ „ბავშვებმა განათლება უნგრეთის კონსტიტუციურ იდენტობაზე დაფუძნებული ღირებულებებით და ქრისტიანული კულტურით უნდა მიიღონ.“
თუ მთავრობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევიდა, ერთნაირსქესიან წყვილები ბავშვს ვეღარ იშვილებენ.
კანონპროექტი უფლებათდამცველებმა უკვე დაგმეს.
შეგახსენებთ, რომ მაისში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ტრანგენდერებს სქესის შეცვლა აეკრძალათ.











