ურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული 13 ადამიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა პოლიციის შენობასთან ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
შეკრებილებმა სასამართლოურეკში პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე 13 დაკავებულის ახლობლებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტესს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს.
მათ პოლიციასთან დაპირისპირებაც ჰქონდათ, რასაც ხმაური მოჰყვა.
დაკავებულების ახლობლები ამბობენ, რომ არ შეიძლება ცამეტივე ადამიანი ერთნაირად იყოს დამნაშავე. 13 ისინი აქციებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, პოლიციამ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, დაბა ურეკში 13 პირი დააკავა.











