ვაგზლის მოედანზე მომუშავე გარემოვაჭრეები მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. როგორც ისინი ამბობენ, მაშინ, როცა მოლები გაიხსნა, მათთვის მუშაობის აკრძალვა უსამართლოა.
მოვაჭრეების თქმით, მათ საქონელი წინასწარ ნისიით უკვე აღებული ჰქონდათ, ამიტომაც ითხოვენ 4-5 დღეს, რათა პროდუქტის გაყიდვა შეძლონ.
იგივე პრობლემები აქვთ გარემოვაჭრეებს ქუთაისში.
მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 28 ნოემბრიდან შეზღუდვებია დაწესებული. მათ შორის დიდ ქალაქებში დახურულია მოლები და ბაზრობები, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუმცა, 24 დეკემბრიდან 31-ის ჩათვლით, მოლებს და მაღაზიებს მუშაობის უფლება მისცეს. რეგულაციის შემსუბუქება არ შეეხოთ ბაზრობებს.











