„ძვირფასებო, ჩვენ თქვენი ნების გამოხატვასაც ვცემთ პატივს“,- ასე მიმართა საპროტესტო აქციიდან სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქართული ოცნების ამომრჩევლებს.
„მე ვიცი, რომ ახლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს, ვინც შეიძლება ქართულ ოცნებას მისცა ხმა. მე მინდა ამ ხალხს ვუთხრა: ძვირფასებო, ჩვენ თქვენი ნების გამოხატვასაც ვცემთ პატივს, მაგრამ თქვენს ხელისუფლებას იქნებ უთხრან, რომ ამ მრავალი ათასი ადამიანის ნების გამოხატვას სცეს პატივი, აღიაროს მარცხი და დანიშნოს ხელახალი არჩევნები“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავს.











