fbpx
08/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ვხედავთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს – ომბუდსმენი ლუკა სირაძის საქმეზე

16:58 July 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
866
ნახვა

საქმის მასალებიდან გამომდინარე ვიცით, რომ ლუკა სირაძის მიმართ ზეწოლას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან, არამედ სხვა ჩართული პოლიციელების მხრიდანაც, – ამის შესახებ ომბუდსმენი ნინო ლომჯარია აცხადებს.

„როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს პერიოდში უკვე უნდა იყოს განაჩენი ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, სასამართლოს განაჩენი ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს, რადგან ჩვენც ვსწავლობთ ამ საქმის მასალებს და ნამდვილად ვხედავთ არა მარტო სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასევე, სხვა ტიპის გადაცდომებს, რომელსაც დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა პოლიციის განყოფილებაში.

ასევე, ჩვენ შევისწავლით როგორი იყო შიდა ინსპექციის რეაგირება შსს-ში იმიტომ, რომ როგორც საქმის მასალებიდან გამომდინარე ვიცით, ბავშვის მიმართ ზეწოლას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ უშუალოდ ბრალდებულის მხრიდან, არამედ სხვა ჩართული პოლიციელების მხრიდანაც. ასევე, ვფიქრობთ, შესაძლებელია ამ საქმეში ადგილი ჰქონდეს ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევასაც, რადგან არის გარკვეული ეპიზოდები, როდესაც შეცვლილია ჩვენებები.

ასევე, ვფიქრობთ, საქმის მასალებში იკვეთება ერთ-ერთი პოლიციელის მხრიდან მოწმეებზე სავარაუდო ზეწოლისა და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, რასთან დაკავშირებითაც ბრალი წარდგენილი არ არის, თუმცა, ჩვენი რეკომენდაცია ამ მიმართულებით იყო გამოძიების მისამართით, რომ ეს ვერსია და ბრალის წარდგენის შესაძლებლობა განეხილათ. ვფიქრობ, პირველი ინსტანციის განაჩენი ბევრ რამეს გასცემს პასუხს, მათ შორის ცრუ ჩვენებასთან დაკავშირებით ვნახავთ, სასამართლო გაიზიარებს თუ არა ამ არგუმენტებს და დაადგენს თუ არა, რომ ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა მოწმემ ჩვენება შეცვალა და გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა. ამიტომ, ერთი მხრივ, ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მეორე მხრივ, ვფიქრობთ, არის სხვა პირების მხრიდან გადაცდომები, თუ სავარაუდო დანაშაულები ჩადენილი, რომელთა მიმართაც ჯერჯერობით, კვალიფიკაცია დადგენილი არ არის“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით გასული წლის დეკემბერში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ დაასრულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეეფარდა.

თეგები: ლუკა სირაძენინო ლომჯარია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

December 12, 2021
937
მთავარი ამბავი

დღეს ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც – ნინო ლომჯარია

December 12, 2021
5.3k
მთავარი ამბავი

ამ დროისთვის არ მაქვს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საჭიროება არსებობს – ნინო ლომჯარია

December 10, 2021
901

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია