ზუგდიდში მოსახლეობამ ნაგავსაყრელზე არსებული ანტრისანიტარიის გამო საპროტესტო აქცია გამართა.
შეკრებილებმა გზა გადაკეტეს და ნაგვით დატვირთული დასუფთავების მანქანები არ გაატარეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ნაგავსაყრელის ტერიტორიისა და მისი შემოგარენის სპეციალური ხსნარით დამუშავება არ ხდება, რაც ქმნის ანტისანიტარიას.
ადგილობრივებმა გზა მალევე გახსნეს, თუმცა აქციებს აანონსებენ.
„აქ სრული ანტისანიტარიაა, ბუზებით სავსეა, უპატრონო ძაღლები, სუნი, ყველაფერი გვაწუხებს და არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, არ იწამლება ტერიტორია, წესები არა აქვთ დაცული მანქანებს, ისე მიაქვთ ნაგავი და უკვე აუტანელია ეს ყველაფერი. სამშაბათიო გვითხრეს და ვნახოთ, დაველოდებით სამშაბათს და თუ ისევ არ მოგვაქცევენ ყურადღებას, მთელი სოფელი გამოვა და გადავკეტავთ ცენტრალურ გზას”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც.
ავტორი: თეა შონია











