სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ, სამოქალაქო აქტივისტები როსტომ ზარანდია და მარიამ სიჭინავა აქციას მართავენ.
“დღეს,მეორე დღეს უკვე ორნი ვართ, ხვალ ოთხნი ვიქნებით. მეორე დღეა დავსვით კითხვა, ვუწყობთ თუ არა პანდემიის გავრცელებას ხელს კომენდანტის საათის დარღვევით, პასუხი არ არის. ფაქტი სახეზეა, მეორე დღეა არავის გამოუწერია ჯარიმა.”.-ამბობს მარიამ სიჭინავა.
საპროტესტო აქცია გუშინ სამოქალაქო აქტივისტმა როსტომ ზარანდიამ დაიწყო.
ავტორი: თეა შონია











